ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე: მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან იკითხება

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=ND3WWw7MP_E","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ გამარჯვებას უწოდებს. ადვოკატი განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა. როგორც კახიძე აღნიშნავს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი.

"ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის მე-7 საქმე, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება 100 ათასობით საქმიდან. მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვანო მერაბიშვილი არის მე-3 პოლიტიკოსი - იულია ტიმოშენკოს და ბატონი ლუცენკოს შემდეგ, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლომ (ერთხმად ყველა მოსამართლემ, ვინც განიხილავდა პალატაში საქმეს) დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, აპელაციაშიც, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ასევე დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლისსამართლებრივი დევნა, მისი პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, რაც მიუთითა პირდაპირ გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლებით. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ უკვე დაადგინა, რაც სასამართლომ მხედველობაში მიიღო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოსთვის, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის, შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება", - განაცხადა კახიძემ.

ადვოკატის თქმით, სულ ახლახან გამოვიდა გადაწყვეტილება ჯაფაროვის საქმეზე, სადაც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა და დილით გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდგომ, შუადღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს პატიმარი შეიწყალა.

"ერთადერთი პირი, ვინც არ დაემორჩილა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას ლუცენკო- ტიმოშენკოს საქმეზე, გახლდათ ბატონი იანუკოვიჩი. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დასრულდა საბოლოოდ ეს ყველაფერი. ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, იზრუნოს საქართველოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს იმიჯზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი ივანე მერაბიშვილი", - თქვა კახიძემ.

კომენტარები