ვანო მერაბიშვილის საქმე

ECtHR-ის გადაწყვეტილება - იურისტების ნაწილი მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე

იურისტების ნაწილის შეფასებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის კრიტერიუმების მიხედვით, ვანო მერაბიშვილი "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსს აკმაყოფილებს, რაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა. კერძოდ, საუბარია რეზოლუციის იმ მუხლებზე, რომლებიც პირის პოლიტიკური ან დისკრიმინაციული მოტივით დაპატიმრებასა და ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით უსამართლო დაპატიმრებას ეხება. იურისტები აღნიშნავენ, რომ ევროსასამართლო საკუთარ გადაწყევტილებებში ტერმინს - "პოლიტიკური პატიმარს" არასდროს იყენებს, თუმცა, დარღვეული პუნქტები და ევროსასამართლოს განმარტება, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებას სამართლებრივის გარდა "სხვა მოტივიც" ჰქონდა, მის "პოლიტიკურ პატიმრობაზე" საუბრის შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები