ენერგეტიკა

2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

townnews.com

საქსტატმა 2016 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნა ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ ეკონომიკის თვრამეტი უმსხვილესი სექტორიდან ოთხში უარყოფითი ზრდა იყო. იმ სექტორებს შორის, რომლებშიც წელს შემცირება შეიმჩნევა ენერგეტიკის, კერძოდ კი (ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოების და განაწილების) სექტორიც მოხვდა, აქ ზრდამ მინუს 3.1% შეადგინა. დარგის ზომა წლის პირველ კავრატალში 216 მილიონი ლარი იყო.

ენერგეტიკის დარგში გასული წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება შეიმჩნეოდა, 2016 წლის პირველ კვარტალში კი ინვესტიციების ზომა $40 მილიონამდე გაიზარდა, რის გამოც სავარაუდოდ ამ დარგში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემდეგი თვეების მანძილზე უნდა გაიზარდოს. 

ენერგეტიკის დარგთან ერთად კლება ფიქსირდება - კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-1.7%), ტრანსპორტში - (-1.1%) და შინამეურნეობათა საქმიანობაში - (-6.1%)

კომენტარები