აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპმა საარჩევნო კამპანიის მენეჯერად იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი დანიშნა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი კორი ლევანდოვსკი გაანთავისუფლა და მის ნაცვლად, უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი პოლ მანაფორტი დანიშნა.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ლევანდოვსკის, რომელთან ერთადაც ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მოახერხა, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის წარმართვის სტრატეგიაში, მანაფორტი ხშირად არ ეთანხმებოდა.

როგორც Ukraine Today წერს, კამპანიის მენეჯერის შეცვლის იდეა ტრამპს სავარაუდოდ მისმა ქალიშვილმა ივანკამ მიაწოდა. გადაწყვეტილება იმას მოყვა, რომ ტრამპის კამპანიის დაფინანსების გაგრძელებაზე რამდენიმე კორპორატიულმა სპონსორმა უარი განაცხადა. ამის მიზეზი კი ტრამპის განცხადებები გახდა, კერძოდ, მუსლიმების ამერიკაში არ შეშვებასთან დაკავშირებით.

შიდაპარტიული არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობამდე მხოლოდ პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად არჩევა აშორებს. რესპუბლიკური პარტიის ყრილობა 18 ივლისს დაიწყება. ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი 8 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები