იაპონური პორნოინდუსტრია

იაპონური პორნოინდუსტრიის ასოციაცია ბოდიშს იხდის

GETTY

იაპონური მულტიმილიარდიანი პორნოინდუსტრიის ასოციაცია იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომ ქალები ფილმებში ასახულ სექსუალურ აქტებში ძალადობით, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ მონაწილეობენ, ბოდიშს იხდის და ბრალმდებლებს ცვლილებებს ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ ამ თვეში იაპონიაში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც ქალებს რამდენიმე წლის მანძილზე 100-ზე მეტ პორნოგრაფიულ ფილმში იძულებით მიაღებინეს მონაწილეობა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალებს ეგონათ, რომ მოდელად უნდა ემუშავათ, მათთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი მათ აიძულებდნენ, პორნოფილმებში მიეღოთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმების დაკისრებით ემუქრებოდნენ. ზოგიერთი მსახიობი ამბობდა, რომ მას აიძულებდნენ, დაუცველი სექსუალური აქტი ჰქონოდა ან გადაღებისას მრავალ მამაკაცს გაეუპატიურებინა.

ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ორგანიზაცია პორნოინდუსტრიის ასოციაციის ბოდიშს მიესალმება, თუმცა, დასძენს, რომ ყველა პორნ-პროდიუსერი ასოციაციის წარმომადგენელი არ არის და ისინი არალეგალურად მუშაობენ.

ტოკიოში დაფუძნებული ჯგუფის "ადამიანის უფლებები ახლა" მონაცემებით, "პორნოინდუსტრიის ზეწოლის ქვეშ" არსებული ქალების რაოდენობა 2014 წლის შემდეგ 80%-ით გაიზარდა.

კომენტარები