Brexit

გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა

inbusiness.ae

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ისტორიული რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლიან მინიმუმზე დაეცა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება 1.358 დოლარს შეადგენს.

BREXIT საერთაშორისო ბაზარებზე უკევ აისახა, ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა, ოქროს ფასი კი 8.1%-ით ბოლო ორი წლის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.

BREXIT-ის შედეგები გლობალურ ბაზრებზე ასე გამოიყურება:

  • გირვანქა სტერლინგი 11%-ით გაუფასურდა და ის 1985 წლის მინიმუმზეა
  • S&P 500-ის ინდექსი 5.1%-ით შემცირდა
  • ლონდონის FTSE 100-ის ინდექსი 9%-ით შემცირდა
  • ოქროს ღირებულება 8.1%-ით, უნციაზე $1,358.54-მდე გაიზარდა
  • იენი დოლართან 3.7%-ით გაიზარდა
  • ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა
  • პოლონური ზლოტი 1993 წლის მინიმუმამდე შემცირდა
  • სამხრეთ აფრიკული რანდი 7%-ით გაუფასურდა

გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით (გასული თვე)


ფოტო: Bloomberg.com

კომენტარები