აფეთქება ათა თურქის აეროპორტში

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა

ico.ku.edu.tr

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა და შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მომხდარის შედეგად დაახლოებით დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ორივე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულები აეროპორტიდან ამ წუთებში გადაჰყავთ.

ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილებმა თავი შესამოწმებელ პუნქტში გასვლამდე, მას შემდეგ აიფეთქეს, რაც პოლიციელებმა მათ გასანეიტრალებლად ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები