ქართული ოცნების შიდა კვლევა

ქართული ოცნების შიდა კვლევის ახალი ნაწილი

ქართული ოცნება

ქართული ოცნების შიდა კვლევის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 84% აპირებს. 

კითხვაზე, აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო არჩევნებში, უარყოფითად 8% პასუხობს, გადაწყვეტილი არ აქვს 7%-ს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, პრემიერმინისტრის პოზიციაზე ვინ უფრო მოახერხებს არსებული პრობლემების რეალურად მოგვარებას, გამოკითხულთა 41% პასუხობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი. მოწოდებულ ინფორმაციაში სხვა პირების რეიტინგი მოცემული არ არის.

ფოტო: ქართული ოცნება

როგორც ქართული ოცნების მიერ გამოგზავნილ ტექსტში წერია, კვლევა ჩაატარა "საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა". გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბიგვავას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ფსიქოპროექტმა ორი შიდა კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ჩაატარა. მათი კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 57,6% უჭერდა მხარს, ხოლო დავით ბაქრაძეს – 11,8%. ამასთან, 67% ფიქრობდა, რომ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებდა.

კომენტარები