ქართული ოცნება

ქართული ოცნება: მარგიანი ჩვენ არ მოგვიწვევია, მისი კომენტარი იუმორი იყო

0 კომენტარი

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს განცხადებით, პარტიის ახალი სახეების წარდგენაზე ცეკას ყოფილი მდივანი ავთანდილ მარგიანი არ მიუწვევიათ. მათი მტკიცებით, მარგიანის კომენტარი კავშირში არ არის ქართულ ოცნებასთან.

"გუშინ, საგურამოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა. პოლიტიკოსებთან ერთად, პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. მათ შორის, ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი.

მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც, ცხადია, არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის "ქართულ ოცნებასთან", როგორც ჩანს, ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ, მის სპეციფიურ იუმორთან იყო დაკავშირებული", - აცხადებს ქართული ოცნება.

პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ავთანდილ მარგიანმა გუშინ საგურამოში, ქართული ოცნების ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას უერთდება. 

"ერთიანმა საქართველომ გადაწყვიტა უკვე დიდი ხანია, შეუერთდეს ბატონ ბიძინას მიერ დაფუძნებულ მოქალაქეთა კავშირს, ოცნებას. ჩვენ უკვე პირდაპირ მოვიტანეთ დოკუმენტიც, ყველაფერი და 80 000 წევრი გვყავს ამ პარტიებს. პოლიტიკურ გაერთიანება "ერთიანი საქართველოსთვის" შედის 7 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დღეს გამოვაცხადეთ და ჩავაბარეთ, რომ ვართ ქართული ოცნების წევრი. მათი პოზიცია იყო ძმობა და სიყვარული. რა თქმა უნდა, [დღეიდან "ოცნების" წევრი ვართ] აბა რა ვართ. ოცნების უფლება ყველას აქვს. ჩვენი ლოზუნგია - "ჩვენი ოცნება შენკენ ისწრაფვის, ჩვენს გულში შენი ბრწყინავს ცისკარი, ივანიშვილო, შენზე ძვირფასი, ვის გვყავს ქართველებს დასაფიცარი. საპარლამენტო სიაში კი არა, შეიძლება, სათავეშიც ვიყო. ვნახოთ", - თქვა გუშინ მარგიანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები