რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

მუნიციპალიტეტმა მიტროპოლიტ გიორგის ათონის მთის მოსალოცად 10 000 ლარი გამოუყო

მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე
საქართველოს საპატრიარქო

EMC-ის და TDI-ის ერთობლივი კვლევის თანახმად 2014 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა ტყიბულ-თერჯოლის ეპარქიას, კონკრეტულად, მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძეს, ათონის მთის მოსალოცად და სიწმინდეების შესაძენად 10,000 ლარი გამოუყო. ამის გარდა ეპარქიას "საეკლესიო ნივთების შესაძენად", დამატებით 1,200 ლარი გადაეცა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.

 

კომენტარები