გადატრიალების მცდელობა თურქეთში

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით საგანგებო რეისი შესრულდება

0 კომენტარი
ფოტო: www.apg-usa.us/

თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო კომპანია ატლასგლობალმა საგანგებო რეისი დანიშნა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რეისი თბილისის დროით 16:20 საათზე განხორციელდება და ის სპეციალურად იმ ადამიანებისთვის დაინიშნა, რომლებმაც გუშინ სტამბოლიდან გამომგზავრება ვერ მოახერხეს. თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტიდან გამოფრინდება და დაახლოებით 160 ადამიანს წამოიყვანს.

გარდა ამისა, ატლასგლობალმა 20:30 საათზე თბილისიდან სტამბოლის მიმართულებითაც დანიშნა საგანგებო ფრენა.

15 ივლისს თურქეთში სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანას ისინი აკონტროლებენ. დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტამბოლში, ბოსფორის გასწვრივ ორი ხიდი დაკეტეს. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში შენიშნეს ჯავშანტექნიკა და სამხედროებიც. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ბოლო ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 1563 ჯარისკაცი დააკავეს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ადგილობრივ მედიას შაბათს გამთენიისას განუცხადა, სამხედრო გადატრიალება დასრულდა და ძალაუფლება კვლავ ხელისუფლების ხელშია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები