NDI-ის კვლევა

NDI: 18-35 წლის გამოკითხულთა 67% თვლის, რომ დაუსაქმებელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე - თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 63% უარყოფითად პასუხობს, 36% - დადებითად.

კვლევაში პასუხები ასაკობრივი დაყოფითაცაა მოცემული. დაუსაქმებლად თავს თვლის 18-35 ასაკობრივ ჯგუფში მყოფთა 67%, 36-55 წლის გამოკითხულთა 51%, ხოლო 56+ გამოკითხულების 75%. ამასთან, უფრო მეტად დაუსაქმებელია ქალი, ვიდრე კაცი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები