აშშ-ის დემოკრატიული პარტია

ჰილარი კლინტონი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჰილარი კლინტონი ფილადელფიაში მიმდინარე აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, ოფიციალურად დასახელდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ის გახდა პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

კანდიდატურა დარბაზში მყოფებს, ოფიციალურად ჰილარი კლინტონის ყოფილმა მთავარმა კონკურენტმა ბერნი სანდერსმა წარუდგინა. ამის შემდეგ კი ხალხს თავად ჰილარიმ მიმართა.

"თუკი არიან ისეთი პატარა გოგოები, რომლებმაც გვიანობამდე არ დაიძინეს და ახლა მე მიყურებენ, ნება მომეცით გითხრათ, რომ მე შეიძლება გავხდე პირველი ქალი პრეზიდენტი, მაგრამ ერთ-ერთი თქვენგანი იქნება შემდეგი", - თქვა ჰილარი კლინტონმა სიტყვით გამოსვლისას.

სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე და "საუკეთესო მეგობარი," ჰილარი კლინტონი არის ყველაზე დიდი რეფორმატორი, ვინც კი ოდესმე უნახავს.

"ჰილარი არის საუკეთესო რეფორმატორი, ვინც კი ოდესმე გამიგია. ჰილარი უფრო მეტად გაგვაძლიერებს, თქვენ ეს იცით, იმიტომ რომ იგი მთელი ცხოვრება ამას აკეთებს", - აღნიშნა ბილ კლინტონმა.

ბილ კლინტონმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ გაიცნო ჰილარი, იელის სამართლის სკოლაში, 1971 წლის გაზაფხულზე.

"მე ცოლად შევირთე ჩემი საუკეთესო მეგობარი. მას შემდეგ, ჩვენ ერთად ვსაუბრობთ, ერთად ვსეირნობთ, ერთად ვიცინით", - თქვა ბილ კლინტონმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები