NDI-ის კვლევა

NDI: გადაწყვეტილების 35%-ზე გავლენას მღვდლის პოლიტიკური შეხედულება ახდენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას თქვენს საარჩევნო გადაწყვეტილებაზე, მხოლოდ გადაწყვეტილ ამომრჩეველთა(38%) პასუხით, ნდობა პარტიების კონკრეტული წარმომადგენლის მიმართ - 78%, პარტიის წარსული საქმიანობა - 73%, პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები - 70%, პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი - 46%.

ასევე გადაწყვეტილ ამომრჩეველზე გავლენას ახდენს ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები 45%, მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები 35%, პოპულარული ადამიანების შეხედულებები 25%, დამსაქმებლისა და თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებები - 21%.

გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე(57%) გავლენას პარტულის წარსული საქმიანობა ახდენს(62%), ასევე ნდობა პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ - 59%, პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები 54%, მრევლის/მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები - 29% და სხვა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები