რელიგია

მღვდლის მკვლელობის შემდეგ, მუსლიმები თანაგრძნობის ნიშნად წირვებზე მიდიან

0 კომენტარი

საფრანგეთში, კათოლიკე მღვდლის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რომელსაც ორმა მუსლიმმა თინეიჯერმა ტაძარში ყელი გამოჭრა, საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმები კათოლიკეების მიმართ სოლიდარობისა და თანაგრძნობის გამოსახატად ღვთისმსახურებაზე მივიდნენ.

თინეიჯერები რუენის კათედრალში 26 ივლისს შეიჭრნენ და მამა ჟაკ ჰამელს, ისლამური სახელმწიფოს სახელით ყელი გამოჭრეს, მრევლის ერთი წევრი კი დაჭრეს.

მომხდარის შემდეგ, საფრანგეთის მუსლიმთა საბჭომ მუსლიმებს, თანაგრძნობის გამოსახატად, საკვირაო წირვაზე წასვლისკენ მოუწოდა. მოჰამედ კარაბილამ, სენ-ეტიენ-დუ-რუვრეის იმამმა კი თქვა, რომ მისი სურვილია მამა ჰამელის დაღვრილმა სისხლმა რელიგიურ ჯგუფებს შორის უფრო დიდი ძმობის და ერთობის კავშირები გააბას.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი მეჩეთის ლიდერმა, დალილ ბუბაკურმა მრევლს განუცხადა, რომ მუსლიმებს მშვიდობით ცხოვრება სურთ.

კათოლიკეებმა და მუსლიმებმა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის მარშითაც გამოხატეს.

ლიონში გამართულ „ძმობის მარშს" კათოლიკეებთან ერთად მუსლიმებიც შეუერთდნენ. 400-მდე ადამიანის ჩუმ მარშს თან ახლდა ბანერები, წარწერებით - „ეს რელიგიური ომი არ არის" და „ჩვენ ყველანი და-ძმანი ვართ".

26 ივლისს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და ტერორისტებს „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცები" უწოდა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ფრანგი თავდამსხმელები ტერორისტული ჯგუფის მიმართ ერთგულების ფიცს დებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები