ეროვნული ფორუმი

მიროტაძე: ეროვნული ფორუმის ოფისი გაქურდეს და საარჩევნო ინფორმაცია გაიტანეს

ანი მიროტაძე
ტაბულა

ეროვნული ფორუმის ნაძალადევის ოფისი გაქურდეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის თქმით, ოფისიდან გატანილი და წაშლილია საარჩევნო მასალები, მათ შორის პარტიის კოორდინატორების, აგიტატორებისა და აქტივისტების შესახებ ინფორმაცია.

"ჩვენ ვერ ვთქვით ვერაფერი ოფისის გაქურდვასთან დაკავშირებით, ვიდრე არ გვექნებოდა პირველადი ინფორმაცია, რეალურად რას უკავშირდებოდა ეს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური პარტიის ოფისში განხორციელებული, რაღაც გამიზნული ქმედება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავათვალიერეთ ოფისი, ვნახეთ, რომ წაღებულია სრული სარჩევნო ინფორმაცია, ანუ ყველაფერი, რაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქონდა, დაწყებული ჩვენი კოორდინატორებით, აგიტატორებით, შტაბისთვის საჭირო ინფორმაციით და ა.შ.", - თქვა მიროტაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ოფისიდან გატანილი მასალები მოიცავს არა მარტო სამუშაო ინფორმაციას, არამედ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ მასალებს არავინ გამოიყენებს კონკრეტულ პირებზე ზეწოლისთვის.

ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ ეროვნული ფორუმის ოფისის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს.

კომენტარები