NATO-თურქეთი

NATO: თურქეთის წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თურქეთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. NATO-ს პრეს-სპიკერი პრესაში ბოლო დროს გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.

"თურქეთი ღირებული მოკავშირეა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ალიანსის ძალისხმევაში. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალიანსის გადაწყვეტილებებში. თურქეთის წევრობა NATO-ში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. NATO ერთგულია კოლექტიური თავდაცვის მიმართ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. NATO იმედოვნებს, რომ თურქეთი კვლავ განაგრძობს წვლილის შეტანას და მასაც შეუძლია, ალიანსის სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები