არჩევნები 2016

ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა ხობში კანდიდატურა მოხსნა

გოდერძი ბუკია
ქართული ოცნება

ქართული ოცნებიდან ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ; ეს არ ნიშნავს რომ, ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის.

გამოვალ რა პოლიტიკოსის სტატუსის კანონისმიერი ნორმებიდან, დავუბრუნდები პირვანდელ საქმიანობას - ბიზნესს. აღვადგენ ძველს და შევქმნი ახალ ბიზნესურთიერთობებს.

პარტიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა ჩემი ეს გადაწყვეტილება. დამარწმუნეს, რომ ამით პარტიისთვის არავითარ უხერხულობას არ ვქმნი", - წერს ბუკია.

კომენტარები