ნარკოპოლიტიკა

დემურ სტურუას მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ტაბულა

სამტრედიაში დემურ სტურუას მხარდამჭერ აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილებმა პოლიციის მანქანები შეღებეს და ჰაერში ფერადი კვამლი გაუშვეს. შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს შენობასთან მიახლოებისკენ მოუწოდეს, რა დროსაც პოლიციელებმა მათი შეჩერება სცადეს და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერაა ორგანიზებული. ამ წუთებში ქალაქში სიმშვიდეა და აქციის მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს.

 

 

 

 

კომენტარები