არჩევნები 2016

GfK: ქართული ოცნება - 25.8%, ენმ - 25.5%, უარი პასუხზე - 7.7%

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას ხმას მოსახლეობის 25.8% მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 25.5%, უარს პასუხზე 7.7% აცხადებს.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის 6.9%, გირჩსა და გიორგი ვაშაძის პარტიას ცალ-ცალკე 0.4-0.4% აქვთ - აღსანიშნავია, რომ კვლევა მათ გაერთიანებამდეა ჩატარებული.

კვლევის თანახმად, შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტულ პარტიას 3.7% აქვს. თავისუფალი დემოკრატები 2.9%, პატრიოტთა ალიანსი - 1.6%.

ვის მისცემს ხმას, გადაწყვეტილი არ აქვს 19%-ს. GfK-მ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადანაწილებაც გააკეთა - იმ ამომრჩევლის, რომელიც არჩევნებზე მიდის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს. გადანაწილება კეთდება დამატებითი კითხვებით, რის საშუალებითაც მკვლევარი არკვევს, საით იხრება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. შედეგად, კვლევის მონაწილეთა 35.91% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 34.17%, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის - 9.76%, გირჩი-ვაშაძე 0.5-0.24%, თავისუფალი დემოკრატები - 4.49%, ლეიბორისტული პარტია - 5.37%, პატრიოტთა ალიანსი - 2.43%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2-18 აგვისტოს პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 2 200 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. კვლევის დამკვეთი ტელეკომპანია რუსთავი 2-ია და მას ერთ-ერთი მსხვილი ამერიკულ-გერმანული კვლევითი ორგანიზაცია GfK ატარებს.

კომენტარები