ერთიანი ეროვნული გამოცდები

NAEC: ვინც sms სერვისის გათიშვისას გააგზავნა, თანხა არ ჩამოეჭრება

infos.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება სერვისის გათიშვის პერიოდში გააგზავნეს, მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ. ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ინფორმაცია გრანტისა და ჩარიცხვების შესახებ არ იყო საბოლოო და შედეგები, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.

"ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება. ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე. 23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ დამატებით ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-ით", - ამბობენ ეროვნულ ცენტრში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო.

 

კომენტარები