მცოცავი ოკუპაცია

რუსულმა კომბაინმა საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელთა მოსავალი აიღო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის მცხოვრებლებს საკუთარ ყანაში გუშინ საღამოს რუსული კომბაინი დახვდათ, რომელსაც 2 ჰა ქერის მოსავალი უკვე აღებული ჰქონდა. ადგილზე პოლიციისა და ადგილობრივების გამოჩენის შემდეგ კომბაინმა დღეს დილით ყანა დატოვა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ ადგილზე სიტუაციის დასაზვერად რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. 

შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადგილზე ჩავიდა. მისი თქმით, ცხინვალთან მოლაპარაკებებისთვის ცხელი ხაზია ამოქმედებული. იქ იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო რეაგირებისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.

კომენტარები