მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა

AFP

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა, 360-ზე მეტი კი დაშავებულია.

რეგიონული მთავრობის ვარაუდით, ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში - ამატრიჩე, აკუმოლი და პესკარა დელ ტრონტო - კიდევ უამრავი ადამიანია მოყოლილი.

დაზარალებულ რეგიონებში 4300-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ბავშვია, მსხვერპლის რაოდენობის ზრდა კი, კვლავ მოსალოდნელია.

6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში გუშინ, ადგილობრივი დროით 03:36-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

კომენტარები