თბილისის მერია

ფერაძე სულხანიშვილს: რობოტი ხარ ამის დედა მოვ**ან?

Primetimesnews.ge

ორგანიზაცია "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელი ნატა ფერაძე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს, ნინო სულხანიშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდა. პარტიზანი მებაღეები სულხანიშვილის თანადებობიდან გადადგომას ითხოვენ.

"აი, მოვიდა მთავარი ჯალათი, ეს არის ჯალათი. ნინო, როგორ არ გრცხვენია, დაწერე განცხადება და წადი, ვიწყებ შიმშილობას მერიასთან" - მიმართა ფერაძემ სულხანიშვილს.

საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის კითხვაზე, "ეს ხე არის თუ არა ჯანმრთელი", ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პასუხობს, რომ - "მე ერთი შეხედვით ვერ გეტყვით, ჩვენ გვაქვს ოფიციალური დასკვნა", რამაც ფერაძის გაღიზიანება გამოიწვია.

"რას ვერ გვეტყვი ერთი შეხედვით, ნინო, ადამიანი არ არის შენში? რობოტი ხარ ამის დედა მოვ**ან? რობოტი და ჯალათი ხარ. რა ოფიციალური დასკვნა გაქვს, დაგახევ ამ დასკვნებს თავზე. მართლა გეუბნები, დაწერე განცხადება და წადი" - მიმართა ფერაძემ ნინო სულხანიშვილს.

ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვას მოსახლეობა და გარემოს დამცველები აპროტესტებენ. პარტიზანი მებაღეების ინფორმაციით, ორბი ჯგუფმა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ათზე მეტი საღი ხე მოჭრა. მათ მერიის ნებართვა აქვთ, თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მათ ნებართვა მხოლოდ გამხმარი ხეების მოჭრაზე გასცეს.

კომენტარები