მიწისძვრა იტალიაში

იტალიის ქალაქ ამატრიჩეში მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა

Reuters

იტალიის ქალაქ ამატრიჩეში ბიძგები განმეორდა, რის გამოც სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა. 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, უკვე დაზიანებული შენობები კიდევ უფრო ჩამოიშალა, ჩამოინგრა ეკლესიის სამრეკლოც.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 241-ია. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი - 184 ადამიანი ამატრიჩეში დაიღუპა, 46 არკატაში, 11 კი აკუმოლიში. 264 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

დაზარალებულ რეგიონებში 4300-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში გუშინ, ადგილობრივი დროით 03:36-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

კომენტარები