მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში ეროვნული გლოვის დღეა

AP

იტალია მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. მათ დღეს დაკრძალავენ. ქვეყნის მთავრობამ 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ყველა საჯარო დაწესებულებაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.

6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 03:36-ზე მოხდა. ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ამატრიჩეში დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 284-ს მიაღწია, 400-ზე მეტი კი დაშავებულია. დაზარალებულ რეგიონებში 5000-ზე მეტი მაშველი მუშაობს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაკარგულს არ იპოვნიან.

იტალიის დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ, დანგრეული ქალაქების რეკონსტრუქციისთვის, ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.

კომენტარები