ვიზალიბერალიზაცია

გიგიაძე: ვიმედოვნებთ, LIBE-ს კომიტეტში საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება

გიგი გიგიაძე
ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განცხადებით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 5 სექტემბერს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება. მისი თქმით, კომიტეტის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

"ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თვის განმავლობაში ყველა ის ეტაპი, რომელიც გასავლელი დარჩა, წარმატებით დასრულდება", - განაცხადა გიგიაძემ.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ კლაუდე მოარესმა განუცხადა.

კომენტარები