ტერორიზმი

ავღანეთში ბოლო 24 საათში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრის ოფისს 4 შეიარაღებული პირი დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანია დაღუპული. 4-ვე თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე მოკლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში მომხდარ დანარჩენ 4 თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს გუშინ მომხდარ აფეთქებებს 35 ადამიანი ემსხვერპლა, 103 კი დაშავდა.

კომენტარები