დასავლეთი და საქართველო

ჯანელიძე: ჩემი მინისტრობისას დასავლეთში საქართველო არ გაუკრიტიკებიათ

მიხეილ ჯანელიძე
რუსთავი 2

ორდღიანი კონფერენცია "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" დღეს დასრულდა. ერთ-ერთ დღევანდელ პანელზე ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მინისტრს ჰკითხა - "მოხარული ვარ, ბატონო მინისტრო, ამდენს რომ საუბრობთ საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპაში, მაგრამ ნებისმიერ დროს, როდესაც დასავლური ორგანიზაციები აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ან არ აკრიტიკებენ - მაგალითად, NDI ან IRI აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რაც ხელისუფლებისთვის უსიამოვნოა, ამ ორგანიზაციებს მაშინვე ნაციონალურ მოძრაობის აგენტებს უწოდებენ. მაინტერესებს, საგარეო საქმეთა მინისტრი როგორ აფასებს ხელისუფლების ამ დამოკიდებულებას - რადგან დასავლეთიდან კრიტიკას იღებ, ისინი შენი მეგობრები აღარ არიან და ხდებიან პოლიტიკური მტერი და ნაციონალური მოძრაობის აგენტები".

მიხეილ ჯანელიძემ კი ჩერგოლეიშვილს უპასუხა, რომ მისი მინისტრობის განმავლობაში საქართველო არ გაუკრიტიკებიათ.

"მოხარული ვარ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, არსად გამიგია, საქართველო გაეკრიტიკებინოთ - მე მეტი შესაძლებლობა მაქვს, ვესაუბრო ჩემს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყანაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ა.შ. დასავლურ სამყაროში. მათ რეკომენდაციებს ისევე ვუსმენთ, როგორც პარტნიორები უნდა უსმენდნენ", - თქვა ჯანელიძემ.

კომენტარები