არჩევნები 2016

ხარაგაულში სახელმწიფო ხალხისთვის მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრის ჩაშლა სცადეს

მოძრაობის პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის მაჟორიტარი კანდიდატის გიგა გლუნჩაძის მოსახლეობასთან შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. რუსთავი 2-ის ცნობით, სოფელ უბისასა და სოფელ ბორითში ხარაგაული-ბაღდადის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატის და შტაბის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის ჩაშლა ერთმა და იმავე პირმა სცადა. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, გლუნჩაძემ რამდენჯერმე გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა სამართალდამცავები ადგილზე თითქმის 1-საათიანი დაგვიანებით, მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ მივიდნენ.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.

„არ არის ნორმალური, როცა კანდიდატი დადის შეხვედრებზე და მას კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები დაყვებიან და მოსახლეობას აშინებენ, რომ არ გამოვიდნენ შეხვედრაზე და არ ჰქონდეთ კომუნიკაცია ჩვენს კანდიდატთან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები