რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივარი დასაშვებად ცნო

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივარი დასაშვებად ცნო. ამის შესახებ განჩინება უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საქმეს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე განიხილავენ.

რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები