მერაბ ბერძენიშვილი

მოქანდაკე და ფერმწერი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ytimg.com

ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მერაბ ბერძენიშვილი ცნობილია მონუმენტებით, რომელთა შორისაცაა "მუზა“ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ, "კიდევაც დაიზრდებიან“ მარნეულში, შოთა რუსთაველის მონუმენტი მოსკოვში, დავით გურამიშვილის, გიორგი სააკაძის და დავით აღმაშენებლის მონუმენტები თბილისში. ასევე ლაოსის მეფის მონუმენტი ვიეტნამის ქალაქ ლუანგ-პრაბანგში.  ბერძენიშვილს 1975 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია გადაეცა. 


ფოტო: info9.ge


ფოტო: gurjaani.ge

კომენტარები