ტერორიზმი

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

Getty Images

აშშ-ის პროკურატურამ ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

პროკურატურისვე ცნობით, ნიუ-იორკის ტერაქტში უშუალო მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ, 28 წლის აჰმად რაჰამს ბრალი 5 მუხლით აქვს წაყენებული. მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისთვის

აშშ-ის მოქალაქე, ეროვნებით ავღანელი რაჰიმი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად მიღებულ ჭრილობებს მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ნიუ-იორკში აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ნიუ-ჯერსიში კი ჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც ხელნაკეთი ბომბები იყო მოთავსებული.

კომენტარები