სოფლის მეურნეობა

გერმანული Bayer-ი ამერიკულ აგროგიგანტ Monsanto-ს $66 მილიარდად ყიდულობს

Reuters

გერმანული ქიმიური მრეწველობის გიგანტი Bayer-ი ამერიკულ აგრომწარმოებელ Monsanto-ს $66 მილიარდად ყიდულობს. კომპანიების გაერთიანებით შექმნილი კომპანია მსოფლიოში სასუქების, თესლის, შხამ-ქიმიკატებისა და სხვა აგრარული პროდუქტების ნომერი პირველი მწარმოებელი ხდება. 

Bayer ფარმაცევტული საშუალებების წარმოებითაა ცნობილი, კომპანია ასევე ფლობს ქიმიური წარმოების ფართო სპექტრს, მათ შორის, აგრარული პროდუქტების წარმოებასაც. Monsanto კი ჩრდილოეთ ამერიკაში გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლისა და ბიოტექნოლოგიების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. 

Bayer-მა Monsanto-ს გაერთიანება მაისში შესთავაზა, მაშინ Bayer-ი მზად იყო Monsanto-ში $62 მილიარდი გადაეხადა. მოლაპარაკებათა დასკვნით ეტაპზე კი Monsanto-ს მეწილეებმა მისი ღირებულება $4 მილიარდით გაზარდეს, რასაც Bayer-ი დათანხმდა. 

Bayer-ში 115 ადამიანი მუშაობს, კომპანიის შემოსავლებმა გასულ წელს $51 მილიარდი შეადგინა, რისი 30%-იც კომპანიის აგროწარმოების დანაყოფმა გამოიმუშავა. Monsanto-ს გაყიდვები 2015 წელს კი $15 მილიარდი იყო. 

გარიგებას რამდენიმე ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანხმობა ესაჭიროება. 

კომენტარები