განათლება

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით უნივერსიტეტების რეიტინგი

thedailysheeple.com

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულის მიხედვით, უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზე წელსაც თავისუფალი უნივერსიტეტია. მეორე ადგილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იკავებს, მესამეზე კი აგრარული უნივერსიტეტი იმყოფება. გამოცდებზე დაფიქისრებული ქულებით პირველად აგრარულმა უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს გაასწრო. რეიტინგში მეხუთე ადგილზე ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-6 და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მე-7 ადგილს იკავებს. რეიტინგის მიხედვით ილიაუნი მეათე, ტექნიკური უნივერსიტეტი ოცდამეექვსე ადგილზეა. სამოცდასამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის რეიტინგის ბოლო ადგილზე ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტია.

კომენტარები