ბაღდადში მომხდარ 3 აფეთქებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში 3 აფეთქების შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

პირველი აფეთქება ბაღდადის შიიტებით დასახლებულ უბანში მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

მეორე აფეთქება დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ამ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა.

მესამე აფეთქება ბაღდადის უბან ალ-რადვანიაში მოხდა, სადაც ბომბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თუმცა, მათ განცხადებაში მესამე აფეთქების შესახებ არაფერი უთქვამთ.

კომენტარები