არჩევნები 2016

გირჩი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გირჩი პარტია პაატა ბურჭულაძე - საქართველო ხალხისთვის დატოვების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"გვინდა, სანამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მანიპულაციების თემა გახდება, ჩვენ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს განგიმარტოთ. გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საარჩევნო ბლოკი პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. გირჩი არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, გირჩი გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ დავრჩებით პარტიად, რომელმაც არსებობის ერთი წლის განმავლობაში შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა.
შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გირჩმა ბლოკი დღეს დატოვა. მომხდართან დაკავშირებით 10 საათზე გირჩის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება.

კომენტარები