არჩევნები 2016

ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა

George Nebieridze / BuzzFeed

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა. სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

ქართული ოცნების სესხი ოთხთვიანია, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.

ქართული ოცნების ფინანსური დეკლარაცია
ფოტო: sao.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის შუალედში ქართულმა ოცნებამ 6.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

კომენტარები