კრიმინალი

ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისას პოლიციელი დაჭრეს

Getty Images

გლდანში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, დაჭრილია პოლიციელი. უწყებისვე ცნობით, პოლიციელს ცეცხლი თავდამსხმელმა გაუხსნა.

შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებული არ არის და გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები