საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს სამი ახალი მოსამართლე მუშაობას სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურებათ. მოსამართლეების ვაკანტურ თანამდებობებს თემურ ტუღუში, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დაიკავებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობას ფიცის დადების შემდეგ, სავარაუდოდ ორშაბათიდან შეუდგებიან.

მოქმედმა მოსამართლეებმა მოლოდინის მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესესის მქონე საქმეებზე, მათ შორის რუსთავი2-ის და ე.წ კაბელების საქმეზე გადაწყვეტილება არ გამოაცხადეს, შესაბამისად მათი განხილვა ახალ მოსამართლეებს მოუწევთ. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება ერთი მოსამართლის კანდიდატურა, რომლის დამტკიცებაც შემდეგი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები