კრიმინალი

იარაღის და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა იარაღის და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, თბილისში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ბუპრენორფინის შემცველი 5 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები