არჩევნები 2016

ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი: საარჩევნო შტაბი დარბეული დაგვხვდა

რუსთავი 2

ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. ზვიად ბაღდავაძის თქმით, ოფისიდან წაღებულია მხოლოდ პარტიული სიები.

"დილით რომ მოვედით, ოფისი დარბეული დაგვხვდა. წაღებული არაფერი არ არის, სამუშაო სიები აკლია მხოლოდ. რამე ღირებული, კომპიუტერები და ასე შემდეგ, არ გვქონია, უბრალოდ, დაგვხვდა დარბეული და ძალიან ცუდი ფაქტია", - განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.

პარტიის წარმომადგენლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

კომენტარები