არჩევნები 2016

ლაშა დვალიშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, მას რადიო ჰერეთში თავს დაესხნენ

ფოსტალიონი

მოძრაობა პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის ლაგოდეხის მაჟორიტარი კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. მიზეზი რადიო "ჰერეთში" მომხდარი ინციდენტია.

რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის და აუდიომასალის მიხედვით, რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში დებატების დროს ლაშა დვალიშვილს თავს დაესხნენ. კერძოდ, რადიოს ცნობით, დებატებში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, ამ დროს, "დაუდგენელმა პირებმა სტუდიაში შესვლა შეძლეს და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს".

კომენტარები