გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ, დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.

რაც შეეხება მეორე პაციენტ ქალს, ის საავადმყოფოდან გუშინ დილით გაწერეს.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით თარგამაძე გუშინ დაკითხეს.

კომენტარები