გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

შსს: თარგამაძის აფეთქების საქმე გახსნილია

ენმ

გივი თარგამაძის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ის ინფორმაციით, თარგამაძის აფეთქებაში ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენელი დავით ხეჩუაშვილი ფიგურირებს. სპეცდანიშნულების რაზმები ამ წუთებში მის ბინას ჩხრეკენ.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია. სამი დღის განმავლობაში, თითქმის უწყვეტ რეჟიმში შსს-ის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირი. ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბინის ჩხრეკა", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა.

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან ენმ-ის წევრი გივი თარგამაძე მანქანაში მძღოლთან ერთად ააფეთქეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. თარგამაძე და მისი მძღოლი გადარჩნენ. შსს-მ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

კომენტარები