არჩევნები 2016

კობახიძე: იმამკულიევი და მისი მხარდაჭერები არეულობას გეგმავენ

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმედ იმამ კულიევი და მისი მხარდაჭერები მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არეულობას გეგმავენ. კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ "ენმ აპირებს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას".

"ყიზილაჯლოში ენმ 48-ე, 49-ე და 59-ე უბნებზე აგებს. ამიტომ, იმამკულიევს ამ უბნებზე 100-მდე მხარდამჭერი ჰყავს შეკრებილი და ისინი ცდილობენ არეულობის პროვოცირებას. მოვუწოდებთ, ნუ მოაწყობენ არეულობას, ხელოვნურად ნუ შექმნიან დესტაბილიზაციას. ჩვენს მხარდამჭერებს კი მოვუწოდებთ, რომ არ აყვნენ არც ერთ შემთხვევაში პროვოკაციას. ძალადობას ნუ უპასუხებენ ძალადობით. სამართალდამცველებს კი მოვუწოდებ, რომ ჩაერიონ ამ პროცესში და უზრუნველყონ სიტუაციის განმუხტვა" - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, საიდან აქვთ ინფორმაცია, რომ ენმ არეულობას აპირებს, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი პასუხობს, რომ კონკრეტული ფაქტები აქვთ. მისივე თქმით, ქართული ოცნება ფოტო-ვიდეომასალას აგროვებს.

ამასთან, რუსთავი ორის ინფორმაციით, მარნეულის ოლქის 48-ე უბანს ქვებით და ხელკეტებით არბევენ. კურიერის კორესპოდენტის ცნობით, შეტევა საარჩევნო უბანზე ამ წუთებში მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მარნეულში მიმდინარე ინციდენტზე რამდენიმე წუთში საგანგებო ბრიფინგს გამართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კომენტარები