არჩევნები 2016

ტუღუში: ჩვენი აქტივისტები მარნეულში არ ყოფილან

გიორგი ტუღუში
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამორიცხავს პარტიის აქტივისტების ნებისმიერ ჩარევას მარნეულის 48-ე უბანზე. გიორგი ტუღუში ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს ურჩევს, "თუ ინფორმაციას არ გადაამოწმებს, ტელევიზორს შეხედოს".

"მოვიძიეთ დეტალები, რა ხდებოდა ამ უბანზე. დილიდან იყო დაძაბულობა, გაყალბების მცდელობები, კენჭისყრის ჩაშლის მცდელობები, რაც რეალურად გამოიხატა იმაში, რომ გაქრა საარჩევნო ყუთი დისლოკაციის ადგილიდან. დამალეს ბიულეტენებიანი ყუთი. როგორც ირკვევა, გარკვეულ დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნებისა და პაატა ბურჭულაძის ბლოკის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი კანდიდატი და წარმომადგენლები ამ ინციდენტში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. რეალურად დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნებისა და ბლოკ სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენლებს შორის. თქვენ ნახავდით, რომ ჩვენი კანდიდატი სულ რამდენიმე წუთის წინ მივიდა ამ უბანზე.

მცდელობები, რომ ჩაიშალოს კენჭისყრა, ჩაიშალოს არჩევნები, გაქრეს საარჩევნი ყუთი, არაფერს არ მოუტანს ხელისუფლებას. ეს ვერანაირად ვერ მიეხმარება მათ არჩევნების მოგებაში. დაპირისპირება დაიწყო იქიდან, რომ ბლოკ სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენლები ცდილობდნენ, არ გაყალბებულიყო არჩევნები. იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდება საარჩევნო ყუთიც", - თქვა ტუღუშმა. მისივე თქმით, "ჩვენი აქტივისტები ისინი არ არიან და ვერ იქნებიან. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ ეს. მინდა, ვთხოვო ირაკლი კობახიძეს, თუ ინფორმაციას არ გადაამოწმებს, ტელევიზორს შეხედოს, სანამ ვინმეს დაადანაშაულებს".

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებითმარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანს თავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დაესხნენ.

კომენტარები