საარჩევნო ინციდენტი

სოფელ ჯიხაშკარში ორი უბანია დარბეული

ტაბულა

ტაბულას კორესპონდენტის ინფორმაციით, სამეგრელოს სოფელ ჯიხაშკარში დარბეულია 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნები. ორივე შემთხვევაში, დარბევაში სოფლის მკვიდრი გია მხეიძე მონაწილეობდა. ასევე, ადგილობრივების თქმით, 108-ე საარჩევნო უბნის დარბევაში მონაწილეობას გამგებელიც იღებდა.

დარბევისას საარჩევნო ყუთი უკვე გახსნილი იყო და, როგორც ტაბულას ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ბიულეტენები მთლიანად არეულია. მისივე ინფორმაციით, ძალა გამოიყენეს უცხოელი დამკვირვებლის მიმართაც.

მომხდარის გამო, სავარაუდოდ, აღნიშნულ უბნებზე შედეგები გაუქმდება.

ერთაინი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების მომხრეების ორგანიზებული ჯგუფები ისეთ უბნებს ესხმიან თავს, სადაც ენმ იგებს. მისივე ინფორმაციით, ასეთივე თავდასხმები იგეგმება დარჩელსა და კორცხელში.

კომენტარები