არჩვენები 2016

მელია: ენმ-ის სამოქმედო გეგმა დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ თქვა, რომ ენმ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს და საზოგადოებას დღეს ან ხვალ გააცნობს. მელიას თქმით არჩევნები გაყალბებულია.

"ვალდებულები ვართ საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში. უმძიმესი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რეალურად არჩევნები გაყალბებულია, სხვადასხვა მეთოდებით არჩევნები იქნა დარბევებით დაწყებული ყუთების გატანით, ყუთების დამსხვრებვით, კომისიის წევრების მოტაცებით დამთავრებული... მიუხედავად ამისა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ათი ათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც დილამდე არ დატოვეს საარჩევნო უბნები და ბოლომდე, დილამდე დაიცვეს საარჩევნო უბნები. ამის დამსახურებაა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ მოახერხა და მაინც უწევს დაწეროს თითქმის 500 ათასი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის ხმა. თითქმის 500 ათასი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის ხმა ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გვაქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები, სულ ცოტა ხანში გაცნობოთ ჩვენი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ - სამოქმედო გეგმის შესახებ. მაგრამ ახლა, ბუნებრივია, თავს შევიკავებთ, რადგან ველოდებით ჩვენს რეგიონალურ ლიდერებს, რომლებიც თბილისში მოემგზავრებიან და დრის ბოლოს აქტიური კონსულტაციების შედეგად, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი",- თქვა მელიამ.

ცესკო-ის წინასწარი მონაცემებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 26.46% აქვს.

კომენტარები