არჩევნები 2016

ცესკო: წინასწარი შედეგებით, ოლქების უმეტესობაში მეორე ტური იქნება

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში მეორე ტური ჩატარდება. პირველადი შედეგებით, მეორე ტური ჩატარდება როგორც რეგიონების, ისე თბილისის ოლქების უმრავლესობაში. ძირითად შემთხვევაში, ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. გამონაკლისია, რამდენიმე ოლქი. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურის ოლქში მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოცნების და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატები, გორში - ირაკლი ალასანია და ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ მაკრიხიძე, ხაშურის ოლქში - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) და ქართული ოცნების კანდიდატი ვალერი გელაშვილი, ხოლო მცხეთაში დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი და დიმიტრი ხუნდაძე.

გთავაზობთ დეტალურად:

N73 (ხულო-შუახევი-ქედას გაერთიანებული ოლქი) - ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება) - 51.75%, ირაკლი ჯორბენაძე (ენმ) - 27.98%. (130 უბნიდან მონაცემები დათვლილია 128 უბნის მიხედვით).

N72 ხელვაჩაურის ოლქი - ილია ნაკაშიძე 44.44%, მიშა ბოლქვაძე 28.89%. (50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით).

N71 ქობულეთის მაჟორიტარული ოლქი - კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) - 40.14%, ჯანსუღ ჯინჭარაძე (ქართული ოცნება) - 24.8%. (48 უბნიდან დათვლილია 45 უბანი).

N70 ბათუმის ოლქი - მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) - 44.77% და თეიმურაზ დუმბაძე (ენმ) - 29.81%. (40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 29 უბნის მიხედვით).

N69 ბათუმის ოლქი - ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) - 39.05% და გიორგი კირთაძე (ენმ) - 27.17%. (სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 21 უბნის მიხედვით).

N68 ბათუმის ოლქი - ფატი ხალვაში (ქართული ოცნება) 41.18% და მირდატ ქამადაძე (ენმ) - 36.62%. (41 უბნიდან მონაცემები დათვლილია 29 უბნის მიხედვით).

N67 ზუგდიდის ოლქი - გოგა გულორდავა (43.38%) და ლევან ქარდავა (32.91). სულ 55 უბნიდან მონაცემები დათვლილია 54 უბნის მიხედვით.

N66 ზუგდიდის ოლქი - სანდრა რულოვსი (ენმ) - 43.02%, ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) - 50.08% ( სულ 49 უბნიდან მონაცემები დათვლილია 14 უბნის მიხედვით).

N65 ზუგდიდის ოლქი - ლევან კონჯარია (ენმ) 32.6% და მერაბ ქვარაია (ოცნება) - 37.47%. 43 უბნიდან მონაცემები დათვლილია 13 უბნის მიხედვით.

N 64-ე ოლქი (ხობი, ზუგდიდის 7 სოფელი) - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) 39%, მამუკა ჭოხონელიძე (ენმ) - 31.69% (სულ 47 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით).

N 63 სენაკის ოლქი - კობა ნაყოფია (30.35%), ირაკლი ბერაია 46.29% (47 უბნიდან დათვლილია 36 უბანი).

N62 მარტვილის ოლქი - ოთარ დანელია 51.24%, ზაალ გოროზია 31.91%. 59-დან 58 უბანი დათვლილია.

N 61 ფოთის ოლქი - ბექა ბასილაია 26.28% და ირაკლი ხახუბაია 47.76%. 43 უბნიდან დათვლილია 35.

N 60 ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქი - ნინო წილოსანი 46.97%, ნინო კვიტაიშვილი -12.86%. 78-დან 73-ია დათვლილი.

N 59-ე ოზურგეთის ოლქი - არჩილ თალაკვაძე (ქართული ოცნება) 53.2% და დავით მჟავანაძე (ენმ) 18.07%. (49 უბნიდან დათვლილია 46).

N58 ოლქი (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია) - გოჩა ენუქიძე - ქართული ოცნება (58.38%) და ოთარ სირაძე (ენმ) - 14.79%. (167 უბნიდან დათვლილია 162).

N57 წყალტუბოს ოლქი - ცოტნე ზურაბიანი (ქართული ოცნება) - 52.69%, მამუკა საღარეიშვილი (ენმ) - 32.5% (67 უბნიდან დათვლილია 62).

N56 ჭიათურის ოლქი - სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) - 34.35%, თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 19.11%, პროკოფ ჩიკვილაძე (ენმ) - 16.86 (დათვლილია ყველა უბანი).

N55 სამტრედიის ოლქი - გრიგოლ მიქელაძე (ქართული ოცნება) - 57.72%, მერაბ ჯანელიძე (ენმ) - 33.28%. დათვლილია ყველა უბანი.

N54 ვანის და ხონის გაერთიანებული ოლქი, გრიგოლ ლილუაშვილი (ქართული ოცნება) - 59.13%, ზურაბ ჯიბუხაია (ენმ) - 22.48%) - 60-დან 58 უბანია დათვლილი.

N53 საჩხერის ოლქი (პაატა კვიჟინაძე 89.06%, ზურაბ ცერცვაძე - 5.4%). დათვლილია 55-დან 53 უბანი.

N52 ზესტაფონის ოლქი. შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) - 43.97%, ბეჟან ბუცხრიკიძე - 27.76%. დათვლილია 46-დან 44 უბანი.

N51 (ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული ოლქი). კობა ლურსმანაშვილი 47.15% და გიორგი რობაქიძე 26.19%. დათვლილია 74-დან 71 უბანი.

N50 ტყიბული-თერჯოლას გაერთიანებული ოლქი).ელგუჯა გოცირიძე 50.22% და ოთარ კახიძე 30.02% (65-დან 61 უბანი დათვლილია).

N49 ქუთაისის ოლქი - კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) - 40.1%, გიორგი წერეთელი (ენმ) - 36.76%. 43-დან 28 უბანია დათვლილი.

N48 ქუთაისის ოლქი - დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) - 46.29%, აკაკი ბობოხიძე (ენმ) - 27.1%, დათვლილია 41 უბნიდან 33.

N47 ქუთაისის ოლქი - გენადი მარგველაშვილი 40.09% (ოცნება), გიორგი თევდორაძე (ენმ) - 29.76%. დათვლილია 44 უბნიდან 37.

N46 ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქი - ენზელ მკოინი (ოცნება) - 66.19, არსენ კარაპეტიან (ენმ) - 17.04%. დათვლილია 89 უბნიდან 46.

N45 - ბორჯომი- ასპინძა-ახალქალაქის ოლქი, გედევან ფოფხაძე (ოცნება) - 53.81%, ტარიელ ლონდარიძე (ენმ) - 20.2%. დათვლილია 70-დან 37 უბანი.

N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებული ოლქი - ვაჟა ჩიტაშვილი (ენმ) - 44.7% , გიორგი კოპაძე (ოცნება) 37.79%. დათვლილია 53-დან 22 უბანი.

N43 ხაშურის ოლქი - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) - 32.34%, ქართული ოცნება ვალერი გელაშვილი - 20.09%, როინ მახარობლიძე - 17.51% (52-დან 46 უბანია დათვლილი).

N42 გორის ოლქი - თენგიზი ხუბულური 41.63% (ოცნება), ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 24.67% (52 უბნიდან 32 უბანი)

N41 გორის ოლქი- იოსებ მაკრიხიძე (ოცნება) - 32.58%, ირაკლი ალასანია - 19.35%, ირაკლი ოქრუაშვილი - 18.27%, ალექსი გოგლიძე (ენმ) 16.3%. კიდევ დასათვლელია 13 უბნის მონაცემი.

N40 გორის ოლქი გიორგი თოთლაძე - 52.29%, ილია ბურჯანაძე - 19.54%. დათვლილია ყველა უბანი.

N39 კასპის ოლქი - ირაკლი მეზურნიშვილი 45.29%, ნუგზარ ნონიაშვილი - 23.95%. 40 უბნიდან დათვლილია 20.

N38 (დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქი) - ზაქარია ქუცნაშვილი (ოცნება) - 59.57%, ზურაბ ოტიაშვილი - 13.56% (ენმ-ის ამ ოლქში კანდიდატი არ ჰყავდა). დათვლილია 81 უბნიდან 58.

N37 მცხეთის ოლქი - დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) - 40.77%, ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 40.5%. დასათვლელი დარჩა მხოლოდ ერთი უბანი.

N36 მარნეულის ოლქი - თანაზ ნავერიანი (ოცნება) 49.85%. აკმამედ იმამკულიევი (ენმ) - 41.75%. 46 უბნიდან გათვლილია 36.

N35 მარნეულის ოლქი - რუსლან გაჯიევი (ოცნება) - 54.87% , აზერ სულეიმანოვი (ენმ) - 37.87%. 43 უბნიდან დათვლილია 37.

N34 კახაბერ ოქრიაშვილი (ოცნება) - 65.74%) ბაკურ მგელაძე (ენმ) - 22.69%. 99 უბნიდან დათვლილია 89.

N33 ბოლნისის საარჩევნო ოლქი - გოგი მეშველიანი (ქართული ოცნება) - 51.84%, სამირა ისმაილოვა - 40.67% (58 უბნიდან დათვლილია 52).

N32 ოლქი (თეთრიწყარო, გარდაბნის ნაწილი) - გოდერძი ჩანქსელიანი (ოცნება) 54.07%, ნუგზარ წიკლაური (ენმ) - 27.64%. 61 უბნიდან დათვლილია 59.

N31 - სავალან მირზოევი 49.84%, რამინ ბაირამოვი - 32.55%. 35 უბნიდან დავლილია 34.

N30 - გიორგი ბეგაძე - 47.52%, დავით კირკიტაძე 33.68% .42 უბნიდან 31-ია დათვლილი.

N29 - რუსთავის ოლქი - პაატა მხეიძე (ოცნება) - 45.35#, მამუკა ჩიქოვანი - (ენმ) 32.05%. 42-დან 35 უბანი.

N28 - (ახმეტა, თელავის ნაწილი) გელა სამხარაული 47.51%, შაქრო ტერტერაშვილი - 32.48%. დათვლილია 50-დან 48 უბანი.

N27 - (თელავი, ყვარლის ნაწილი) - ირაკლი სესიაშვილი (42.09%) და გიორგი ბოტკოველი (34.98%). 47-დან 42 უბანია დათვლილი.

N26 ოლქი (ლაგოდეხი-ყვარლის ნაწილი) გურამ მაჭარაშვილი - 37.51%, გურამ კაკალაშვილი - (ენმ) - 24.59%. 53 უბნიდან დათვლილია 51.

N25 სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი (ქართული ოცნება) 54.76%, ლევან ბეჟაშვილი (ენმ) - 27.16%. 58 უბნიდან 55 დათვლილია.

N24 გურჯაანის ოლქი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 44.18%, გიორგი ღვინიაშვილი (ენმ) - 32.19%. 51 უბნიდან დათვლილია 48.

N23 საგარეჯოს ოლქი - რომან მუჩიაშვილი 46.4%, ზურაბ ჭიაბერაშვილი - 25.13%. (50 უბნიდან დათვლილია 47).

 

კომენტარები